2025 წელს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;

  • გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • საბავშვო ბაღების დაფინანსება 500 მილიონ ლარამდეა, რომლის ფარგლებში განხორციელდება პერსონალის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
  • საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600,0 მლნ ლარზე მეტი;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...