13 ივნისის სტიქიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, მცირე ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. ამგვარად, თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოთი აღმოჩნდა.

მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...