4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში – კახა კალაძე

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუ “ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის“.

„პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ? – იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვიღაცას, თუ ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.