4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ტარდება ოპერაცია კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა რადას დეპუტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მონაწილეობით

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, ტარდება სპეციალური ოპერაცია კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელსაც ვერხოვნა რადას ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ხელმძღვანელობენ, მათ შორის არიან ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.

“უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და ანტიკორუფციული პროკურატურა (SAP) ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა უკრაინის რადას ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მონაწილეობით”, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას ტელეგრამზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციის თანახმად, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

🤝🕊️ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.