4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალექსანდრ რეტნერთან, შეხვდა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სროლის სახეობათა განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ამავე შეხვედრისას სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა. შეხვედრაზე საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ფერაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

🤝🕊️ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.