7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2026
7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2026

ნიკოლოს სამხარაძე: ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებას განაგრძობს. ვფიქრობ, ეუთოს არ მოწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ

ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ვხედავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებას განაგრძობს. ვფიქრობ, ეუთოს არ მოწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ეუთოსთან ურთიერთობას აღარ განიხილავს.

„ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ვენეციის კომისია, „გრეკო“ და ასევე, გაეროს ზოგიერთი ქვეორგანიზაციის დატოვებას განაგრძობს. ვფიქრობ, რომ ეუთოს არ მოწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ამერიკის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დღეს მათ არ სჭირდებათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია.
თუმცა, აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებზე, რომელსაც მე პირადად ვაკვირდებოდი, ეუთოს დასკვნა მაინც და მაინც სახარბიელო აშშ-თვის არ იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ „ოდირი“ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით არ მიიწვია“ – სენატორმა ჯინ შაჰინმა დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები