“კარიერაში საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა”- კრისტი ყიფშიძე

მე ვარ – კრისტი;

ყველაზე ხშირად ვკარგავ – ვცდილობ არაფერი დავკარგო,საკმაოდ ფრთხილი ვარ და სულ რაღაცეებს ვამოწმებ;

მენატრება – ბავშვობა;

ერთი დღით ვიქნებოდი – ჯადოქარი;

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება – ვფიქრობ, კარიერაში საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მაინც ჩემი შვილია.

ვნანობ – არაფერს;

მეგობარია, ის ვინც – მუდამ გვერდში გიდგას;

ქალს შევადარებდი – კონკრეტულად არაფერს, მაგრამ ქალი ძალიან ლამაზია;

გამოცდილებამ მასწავლა – ბევრი რამ და კიდევ უფრო მეტი მინდა ვისწავლო, მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოცდილებაა;

სიყვარული – არის ყველაფერი;

ჩემი ჰობი – ცეკვა;

ვპატიობ – ყველას ყველაფერს, მალე მავიწყდება რაღაცები, უბრალოდ მერე ვეღარ ვურთიერთობ;

ბედნიერება – როცა გყავს ოჯახი, შვილები, საყვარელი საქმე;

წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს – თამაში ჭვავის ყანაში;

არასდროს არავის მისცე უფლება – არავის არაფრის უფლება არ უნდა მისცე, შენი უნდა გაიტანო, არავის არ უნდა მოუსმინო!

ქორწინების მერე იცვლება – ქორწინების შემდეგ ბევრი რამ იცვლება, ამიტომ სანამ  გათხოვდები კარგად უნდა დაფიქრდე, მაგრამ სანამ არ იცხოვრებ მაინც ვერაფერს მიხვდები, მარტო ქორწინების მერე არა, ყველაფრის მერე რაღაც იცვლება, ცხოვრებას აქვს თავის ეტაპები;

მიკვირს ქალების – რომლებიც იტანენ  ძალადობას, მაგრამ არც არაფერი მიკვირს, ყველას თავის ცხოვრება აქვს;

ადამიანში მაღიზიანებს – ტყუილი, ფარისევლობა, უზრდელობა;

პოზიტიურ განწყობას მიქმნის – მუსიკა და მზიანი ამინდი.

ავტორი: ლანა ბიბილურიძე

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...