8 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026
8 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული, დანარჩენი არის გუნდის მუშაობის შედეგი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე პასუხი საინტერესო არ არის, ვინაიდან საზოგადოებას არ აქვს რეაქცია ამ თემებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ შეგიძლიათ, დააკვირდეთ, რას ვამბობ ხოლმე მე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ერთი, რომ არასდროს ვლაპარაკობ მე ჩემს მიღწევებზე ეკონომიკის კუთხით, იმიტომ რომ რაც გვაქვს მიღწევები ეკონომიკის კუთხით, ეს არის გუნდის მიღწევები, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი და სწორედ გუნდის მიღწევებია ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

როდესაც მე ვსაუბრობ ეკონომიკურ ზრდაზე და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები ამ მიმართულებით. სწორედ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3 % და ეს რისი შედეგია – ჩვენ თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სწორ რელსებზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა. განისაზღვრა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. თუმცა თავდაპირველად, 2020 წლის ჩათვლით, გამოვიარეთ ორი სერიოზული კრიზისი. ეს იყო კრიზისი, რომელიც განვითარდა 2014 წლის შემდეგ – 2015, 2016, 2017 წლები, იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი რეგიონში, გლობალურად და, რა თქმა უნდა, ამან თავისი კვალი დაატყო ჩვენს ქვეყანასაც. და, ასევე, 2020 წელს იყო მძიმე კრიზისი კოვიდის დროს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძველი ჩაიყარა ჯერ კიდევ 2012 წლიდან, ამან ნაყოფი არსებითად გამოიღო 2021 წლიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3 %, წელსაც გვაქვს ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ამ მაჩვენებლით, ეს არის რეალური სურათი და არ შეიძლება არც მე მივიწერო ჩემს თავზე ბოლო 2 წლის მაჩვენებლები და არც სხვამ, კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწეროს მანამდე 3 წლის მაჩვენებლები. ეს იყო იმ ჩაყრილი საფუძვლის შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არის სახეზე. 2012 წლიდან ჩაიყარა საფუძველი და ამან ნაყოფი არსებითად გამოიღო 2021 წლიდან. არც წინა პრემიერის და არც ჩემი პერსონალური დამსახურება არ არის ეს ყველაფერი, ეს არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობით გათავისუფლდა ბიზნესი. 2012 წლამდე იყო ბიზნესის რეკეტის ტოტალური პრაქტიკა და, სწორედ, 2012 წლიდან გათავისუფლდა ბიზნესი რეკეტისგან. ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, გადახალისდა ეკონომიკური პოლიტიკა და ამან ნაყოფი გამოიღო 2020 წლის კრიზისის შემდეგ, 2021 წლიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული. დანარჩენი არის გუნდის მუშაობის შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარკო რუბიო: გვჯერა, რომ...