იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა, მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფლის დადგენა

სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფლის დადგენა. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.

მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.

ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...