4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი მოკვდავია, უკრაინამ რუსეთი უკვე დაამარცხა და მოსკოვი საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური აღარ არის. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი უკვე ვეღარც მოასწრებს ჩვენს გაგებას. თქვენ გსურდათ მთელი ჩვენი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის წართმევა, სანაცვლოდ კი დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, თქვენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები. ღონისძიებას ესწრებიან გაერთიანებული სამეფოს პრემიერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. პარალელურად ევროკომისიამ უკრაინისთვის 6 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც კიევის შეიარაღებას შეიძენს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

🤝🕊️ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.