2026 წლის 11 ოქტომბერს ბოლნისში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა სპორტსმენმა დემეტრე რამაზაშვილმა წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირი, რომელიც მეთექვსმეტედ ჩატარდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ხსოვნას მიეძღვნა.
დემეტრე რამაზაშვილი 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს მისმა თანაგუნდელებმაც. 34 კგ-მდე წონით კატეგორიაში დემეტრე გაგელიძემ ოქროს, ხოლო დემეტრე გელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა ძიუდოისტებს მწვრთნელი ალექსანდრე მამუკიშვილი ამზადებს.
ვულოცავთ დემეტრე რამაზაშვილს, მის თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მიღწეულ წარმატებას და მომავალ სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებებს ვუსურვებთ.









