დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე მოქალაქეებმა მინისტრთან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მზაობითა და აქტიური ჩართულობით, ბევრი საკითხის გადაჭრა უკვე შევძელით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ ფორმატით მუშაობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს დევნილ მოქალაქეებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრება.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...