4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გივი მიქანაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას – მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე სტუდენტობას ულოცავს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას!“, – აღნიშნავს მინისტრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

🤝🕊️ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.