ბადრა გუნბამ მხარდამჭერებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ აცნობა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ ბადრა გუნბამ თავის მხარდამჭერებს აცნობა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მან მხარდამჭერებს ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო შტაბში მიმართა.

ბადრა გუნბამ მათ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა.

„ცნობილი გახდა წინასწარი მონაცემები. ეს არის ჩვენი ხალხის მხრიდან ნდობის შედეგი. ეს არ არის ბადრა გუნბას და ბესლან ბიგვავას გამარჯვება, ეს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება უნდა გახდეს”, – განაცხადა ბადრა გუნბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. არჩევნების ძირითად სიაში 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...