აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. სოხუმის დაცემის დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
„დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ”, – აცხადებს საელჩო.









