შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, – მიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ.

1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო. მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საქართველოს...