მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიშინიოვის შურს და ამიტომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მის ქვეყანას აკრიტიკებენ.
„[საქართველოს] პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას გაგვაკრიტიკოს. ეს უმეტესწილად გამოწვეულია შურით, რადგან მოლდოვა ევროინტეგრაციის მიმართულებით უფრო სწრაფად მოძრაობს“, – განაცხადა გროსუმ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7,2%-ით გაიზრდება, ხოლო მოლდოვის – 1,5%-ით. საქართველოში მშპ-ის დეფიციტი 3,5% იქნება, ხოლო მოლდოვაში – 22%. საქართველოში ინფლაცია 5,4% იქნება და მომავალში 3%-მდე შემცირდება, ხოლო მოლდოვაში – 8,6%.









