ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის დამცველებს – ეს არის ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი: ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა – როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა

ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის საქმეზე, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ნიკოლეიშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ არსებული კონსესუსის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არასრულწლოვანზე ძალადობა პირად ცხოვრებად გაასაღოს. ექსპერტს ამის მაგალითად “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება მოჰყავს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვისთვის თავის დანებებას ურჩევს. “ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა. ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ “თავისიანი” გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის “ღირებულებებს” და არასრულწლოვანზე ძალადობა “პირად ცხოვრებად” გაასაღა. აი ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0KSNhEgxw8s1oJn1D3yykNJ5v5gCZjDZGGo7ekWHFH2QH24ecyzfHR1SmRJvDecFsl&id=100033742208713&mibextid=Nif5oz
ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა. ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ “თავისიანი” გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის “ღირებულებებს” და არასრულწლოვანზე ძალადობა “პირად ცხოვრებად” გაასაღა. აი ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!
Levan Nikoleishvili

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...