21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023
21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

გიორგი ლომინაძე გამოდის ინიციატივით საქართველოს ეწოდოს – “ქართუ”

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ბაზრის” დამფუძნებელი, გიორგი ლომინაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“უკრაიანის რადაში საქართველოს “გრუზიას” ნაცვლად “საქართველოს” არქმევენო. ჰოდა, რა მინდა რომ ვთქვა: რამდენადაც არც “გრუზია” მომწონს და არც “ჯორჯია”, დიდად არც “საქართველოზე” ვგიჟდები.

გეტყვით, ახლა, რატომაც, სანამ გადაფსიხდებით.

ჯერ ერთი, ზედმეტად გრძელია და უცხოელებისთვის ძნელი წარმოსათქმელია.

მერე, უფრო მთავარი, შინაარსი აქვს არასწორი. საქართველო ნიშნავს ქართველების ქვეყანას.

აქ ისმის კითხვა: და სხვებმა რა დააშავეს? იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მისი მოქალაქეები არიან, და, ამ დროს, ქართული გვარი არა აქვთ. იმათი არ არის ეს ქვეყანა?

წარმოიდგინეთ, რომ რაიმე არაქართული გვარით გაჩნდით ამ საქართველოში, საქართველოს მოქალაქე ხართ, და, ამ დროს, ბავშვობიდან გესმით, რომ ქართველი არა ხართ.

არ დაკომპლექსდებოდით, მიუხედავად იმისა, პასპორტში რა გიწერიათ? არ იგრძნობდით თავს მეორე კლასის მოქალაქედ, თუნდაც, მხოლოდ ქვეყნის სახელიდან გამომდინარე?

ბოლოს, საქართველო დერივატიული სახელწოდებაა. “ქართუ”-ა ფუძე, რომლიდანაც ეს სიტყვა წარმოიშვა. რატომ არ უნდა დავუბრუნდეთ საწყის სიტყვას, რომელიც უფრო მოკლეცაა, უფრო ადვილად სათქმელიც, და, თანაც, არავის აკომპლექსებს.”

ავტორი:

ბოლო სიახლეები