29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ლოჯისტიკის სარდლობა მეორედ გახდა

ბათუმის ბულვარში გამართულ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3×3“ კალათბურთის ტურნირი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის მედალი გადასცა.

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 26 გუნდი მონაწილეობდა. სპორტული ღონისძიების ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს.

ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები