აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს – 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს – 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში „ტყუპ ცათამბჯენებს“ შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს, პენტაგონის შენობას დაეცა, მეოთხე კი, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, კაპიტოლიუმი ან თეთრი სახლი იყო, მგზავრების წინააღმდეგობის შედეგად, პენსილვანიაში ჩამოვარდა.

თავდასხმების შედეგად 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა და 6 000-ზე მეტი დაშავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...