ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს მდივანმა – ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის
უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან – რამილ უსუბოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – გიორგი
ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – გივი
თუმანიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს
შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების
სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა
გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ
პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება
სხვადასხვა მიმართულებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი...