თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ.

ბორდის ერთ-ერთი წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციას დიდი მოლოდინები აქვს და მათ მთავარ მიზანს ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს.

„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს...

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს და მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ...

„მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის...

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიერ დადასტურებულად ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი შვილის შეცდომა არ დაუნახავს. ალასანია სააკაშვილის ქმედებებში ვერც უსამართლობას და ვერც...

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება...

გია აბაშიძე: პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ...

პარიზში აქციების დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, საფრანგეთის სათავეში თუნდაც ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი იყოს...