სოზარ სუბარი: წელიწადში ორჯერ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში. მოჰყავდათ ყველა დაწესებულებიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და იქ აძლევდნენ დავალებებს და ამით ხდებოდა ციხეების მართვა, იმ სისასტიკის ზემოთ, რასაც რეჟიმი აკეთებდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პერიოდში შემოღებული ჰქონდათ კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვის სისტემა და წელიწადში ორჯერ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში.

„ვითომ ბრძოლა რომ იყო სააკაშვილის პერიოდში კრიმინალურ სამყაროსთან, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, სინამდვილეში ეს იყო პირიქით, სწორედ ამ კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვის სისტემა ჰქონდათ შემოღებული და განსაკუთრებით როცა გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრი ამისი ბევრი მაგალითი ამოვიღეთ, გვარებს არ ვასახელებ, არ მინდა ვიღაცა გახდეს მსხვერპლი, იმიტომ, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს სისხლიანი შურისძიებები თვითონ იმ სამყაროში, მაგრამ ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, სადაც გამოჩნდა ასეთი რამ, რომ წელიწადში ორჯერ შეკრებას, რასაც უწოდებდნენ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც N6 დაწესებულება გაიხსნა. მოჰყავდათ ყველა დაწესებულებიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და იქ აძლევდნენ დავალებებს და ამით ხდებოდა ციხეების მართვა, იმ სისასტიკის ზემოთ, რასაც რეჟიმი აკეთებდა. წარმოუდგენელი ვითარება იყო ციხეებში და მინდა შევეხო ალექსანდრე მუხაძეს, „ქილერას“, რომელიც ორჯერ იყო დაჯილდოებული სააკაშვილის მიერ და დღეს ეს ადამიანი არის პოლიტიკური ძებნილის სტატუსით უკრაინაში და ზელენსკის ჰყავს შეფარებული თავისი კალთის ქვეშ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს...

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის...

თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარეს: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს...

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა –...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. "უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების...