საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე

19 თებერვალს, ქალაქ ვენაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები განიხილებოდა.

გეოეკონომიკის, ტექნოლოგიის და უსაფრთხოების საკითხებზე ცვალებად გარემოში ნავიგაციის თემაზე გამართულ დისკუსიაში ეკა სეფაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ გლობალიზებული ეკონომიკისა და საფრთხეების ეპოქაში, მაშინ როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველო ახერხებს ჰქონდეს კარგი ეკონომიკური ზრდა და ახორციელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.

მისი თქმით, ის პროექტები, რაც ხორციელდება საქართველოში, უმკვიდრებს ქვეყანას ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას და შედეგად ვიღებთ როგორც ეკონომიკურ ზრდას, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას და ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში ხაზგასმული იყო კლიმატის ცვლილებებისა და ეკონომიკური გამოწვევების სირთულეები და მათი აქტუალობა ეუთო-ს რეგიონში, აგრეთვე მთავრობების ქმედებების აუცილებლობა ამ მიმართებით, ისევე როგორც თანამშრომლობის როლი არსებულ პრობლემატიკასთან ბრძოლაში. საზოგადოების სხვადასხვა ფენების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აქტიურობის მნიშვნელობა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სფეროებში წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს აღნიშნულ სექტორებში,- აღნიშნა მომხსენებელმა პაოლა კარდოზომ.

მსგავსი სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტნიორებმა რეალობას თვალი უნდა...

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტნიორებმა რეალობას თვალი უნდა...

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს – მარტო...

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა...