რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა

როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.

იონათამიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მხრიდან მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება შშმ პირთა მიმართ პირველი არ არის და მან ეს უკვე ტრადიციად აქცია.

„როდესაც “ევროპელობას” იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის “პოლიტიკური ფარისევლობა” და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია, ამიტომ ყოველ ჯერზე გავახსენებთ, რომ მათ დროს ერთი ქუჩის, ერთი საჯარო სკოლის ადაპტირებაც არ მომხდარა, აუტიზმის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა, ადაპტირებული საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა იყო – 0, ინკლუზიური განათლების სახელმწიფო ბიუჯეტი – 0 ლარი, ჩვენი პარაოლიმპიელების დაფინანსება წელიწადში საშუალოდ 10,000 ლარი და ა.შ.“- წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...

ირაკლი კირცხალია – ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების...

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია...

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ

გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ, -...

ირაკლი კირცხალია – ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს...

ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს შენ განსაზღვრო რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია, - ამის...