მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო

2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მიხეილ მესხმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პოლიციელი სთხოვდა, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის და მისი ძმის, გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით შეეგინებინა, უარის შემდეგ კი მესხს იგი ხელკეტით გაუსწორდა.

„შენობაში ბიჭები უკვე ეყარნენ ძირს, დავინახე ორი-სამი ვიდეოგადამღები და გამიხარდა, ალბათ, ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე, თავიანთი პირადი ვიდეოგადამღებები გვიღებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი. მახსოვს, რომ ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელმაც უთხრა, რომ გეყოფათ, დაანებეთ თავი და ჩაიყვანეთ ქვემოთო. ამ ადამიანი მერე დაიჭირეს კიდეც, აქციებიდან ვიცნობდი მას. შემდეგ, ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ. მაშინ პირველად ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ ერთი პოლიციელი მოვიდა, სკამის ფეხი ეკავა და ისეთი პირით მაგინებდა დედას, მანდედან ხომ გამოხვალო.“ – განაცხადა მიხეილ მესხმა.

მსგავსი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან...

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების...

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნიშნა, რომ 2012...