მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის – კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ
გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...

აშშ ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ სატელეფონო ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს,...

აშშ უახლოეს მომავალში ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ სატელეფონო ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) განაცხადა, რომ...

ფრიდრიხ მერცი – გერმანიას ირანთან კონფლიქტის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს,...

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ირანთან კონფლიქტის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს. მისი თქმით, ენერგომატარებლების გაძვირება ევროპას უკვე 100 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა. „მე...

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის...

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო. თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის...