„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან – მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, – განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.

„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.
საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ, საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.

„ყველაზე დიდი ტვირთია რითეილერისთვის, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით – ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი დისტრიბურორი და რითეილერი ხშირად ახსენეთ და ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი იმანენტურად, რომ საქონლის რეალიზაცია და გაყიდვა თაროდან, აქვს რითეილერს, ვინც ახდენს რეალიზაციას,“ – აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გადასვლას უკავშირდება.

ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით,...

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი...

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში...

„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი,...

პრემიერი: პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული...

როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...