FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, ნახსენებია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც. მას ევალებოდა პრესრელიზების გავრცელება კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონატიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით...