დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს

„ირანი-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ამბავი იმდენად ცხელია, რომ პროგნოზის გაკეთება სითამამეა. თუმცა, ამ მომენტისთვის რაც უკვე მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ამ ყველაფერს საბაბიც აქვს და შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს.

„ისრაელისგან ირანზე სამხედრო თავდასხმის საბაბი არის ის, რომ თითქოს ირანი ჯიუტად არ ეთანხმება იმ კონსორციუმში გაერთიანებას, რომელშიც შედის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და რომელთაც ერთობლივად უნდა ემუშავათ ბირთვულ პროგრამაზე. ანუ, ამ კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს ბირთვულ პროგრამაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, რასაც ირანი ჯიუტად აგრძელებდა.

დღეს დავინახეთ, რომ თავი გამოყო ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ირანელ ხალხს აუწყა, რომ ის მზად არის, ამ ქვეყნისა და ერისათვის რთულ პერიოდში, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და ირანელი ერი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რაშიც ათობით წელია იმყოფება, უმკაცრესი სანქციების ქვეშ.

როგორც ჩანს, ირანის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ის არსენალი, რითაც ისრაელისთვის ჯეროვანი სამხედრო პასუხის გაცემას შეძლებდნენ. ხოლო, ის ფაქტი, რომ დღეს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანის ქუჩებში და თავისი ხელისუფლებისგან ითხოვს, ისრაელს ადეკვატური პასუხი გასცეს, ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობასაც აჩენს, რასაც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის გამოჩენაც დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი ირანში არსებული სისტემა თავდაყირა დადგება“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან...

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების...

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნიშნა, რომ 2012...