დავით ჩიხელიძე: მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია, აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ, ვინაიდან თუ აგრესიას არ გამოავლენენ, დაინახავენ, რომ მათ არავინ ერჩის.

“მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, აქციის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ისინი შეგნებულად ახდენენ სამართალდამცავი უწყებების პროვოცირებას მთელი საღამოს განმავლობაში იწვევენ პოლიციელებს, ესვრიან პიროტექნიკას და ა.შ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ, აქციის მონაწილეთა ადეკვატური ქცევა, უფრო მეტიც აქციის მონაწილე და სპეცრაზმის წარმომადგენელმა ერთად იმღერა მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და ა.შ. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი აქციის ფორმატში გამოხატონ, აღნიშნულ შემთხვევაში დაცული იქნება აქციის მონაწილის უფლება, რადგან მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დაცულია. აგრესია შობს აგრესიას, აქციის მონაწილეები თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ ისინი ნახავენ, რომ მათ არავინ ერჩის!” – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ...

„საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ფაქტია, რომ საზოგადოება...

„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო – ლელოს“...

ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, - ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ართქმელაძის განმარტებით,...

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე...

პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები...