„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.
„სერიოზული კომენტარი არის ის, რომ ბინძურ ტყუილებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ მექრთამედ გადავწყვიტე გახდომა ამ სიბერეში, 11 500 დოლარზე დავყაბულდი?!“, – აცხადებს მარგველაშვილი.
FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.









