„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში გრძელდება.
ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ყვარლის ორგანიზაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს;
ლაგოდეხის ორგანიზაციას – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე (ბაჩო) ხაჩიძე;
გურჯაანის ორგანიზაციას – გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.
შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში.