4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის რუსეთს საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გამო” – ანა წითლიძე

„ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის რუსეთს საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გამო.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიძახით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე და რომ „ქართული ოცნება“ არანაირი 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, არამედ აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ქვეყანაში რუსული ინტერესები, ეს ჩანაწერი ამის პირდაპირი მტკიცებულება არის, როგორ უხდიან სამარცხვინოდ იმ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ბოდიშს, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და რომლებმაც ჩახოცეს საქართველოს მოქალაქეები და რომელთანაც ჩვენ არაერთი ომი გვქონია და რომელსაც არ უნდა თავისუფალი, სუვერენული და ევროპული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთი ჩანაწერი რაც ვნახეთ, კიდევ არის უამრავი რამე, რაც არ ვიცით და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ფარული მოლაპარაკებები და ფარული ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც არის საშიში, რადგან ჩვენ არ ვიცით კიდევ რის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს „ქართულმა ოცნებამ“ და ასევე, აუცილებლად უნდა დავამატო, რომ პარლამენტის სხდომაზე მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე გაბრაზებულები იყვნენ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქემ გამოხატა პროტესტი და მან დაუძახა რუსები და ჩვენ დავუძახეთ რუსები. დღეს ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გინება მამუკა მდინარაძესაც და ირაკლი კობახიძესაც შეეწერათ და ამ ქვეყანას ჰყავს რუსული ხელისუფლება. ოკუპანტი ქვეყნის ქვეყნის წარმომადგენლებს ბოდიშს უხდიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან პროტესტით, ესე ელაპარაკებიან ესენი რუსეთს, რადგან ეს ადამიანები არიან დავალებულები რუსეთის ხელისუფლებისგან და ეს ადამიანები რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების მონები. ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება.“ – ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის აუდიო ჩანაწერს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.