ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...