4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი: მედიის აკრედიტაციის წესების ამოქმედების შემდეგ თითქმის 2000 ერთჯერადი აკრედიტაცია გაიცა, ასე რომ არანაირი შეფერხება ჟურნალისტებს საქმიანობაში არ აქვთ

მედიის აკრედიტაციის წესების ამოქმედების შემდეგ 5000-ზე მეტი შემოსვლა იყო ჟურნალისტების, თითქმის 2000 ერთჯერადი აკრედიტაცია გაიცა, ასე რომ არანაირი შეფერხება ჟურნალისტებს საქმიანობაში არ აქვთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის წესები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ერთი მხრივ, ეს ამარტივებს ჟურნალისტების საქმიანობას, იმიტომ რომ გაქვთ ერთწლიანი აკრედიტაცია, რომლითაც როცა გინდათ, მაშინ შემოხვალთ და არ არის ყოველ ჯერზე საშვების დაშვება. მეორე მხრივ, 5000-ზე მეტი შემოსვლა იყო ჟურნალისტების, თითქმის 2000 ერთჯერადი აკრედიტაცია გაიცა, ასე რომ არანაირი შეფერხება ჟურნალისტებს საქმიანობაში არ აქვთ. 5000-ზე მეტი შემოსვლიდან დაფიქსირდა სულ 9 ფაქტი, როდესაც დაირღვა წესები, რაც 0,17%-ს წარმოადგენს. ყველას გაეგზავნა შეტყობინება, თუ რის საფუძველზე დაფიქსირდა დარღვევა. 9-ვე ფაქტი აღბეჭდილი იყო სიუჟეტებში, რომელიც გადაცემული იყო ეთერში და მითითებული იყო, რომელ სიუჟეტზე იყო საუბარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები