მიხეილ ყაველაშვილი: გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ჩვენი კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგენტების ამერიკულ კანონს „რუსული“ საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაერქვა. ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„სანამ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით საუბარს, წლის ბოლოს გავაკეთეთ კომენტარი, რომ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. შემდეგ ბრიფინგი გვქონდა, სადაც პირდაპირ დავაანონსეთ, რომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არასამთავრობო სექტორს ეხება და ა.შ. და პირდაპირ იყო შეტევა. გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ამ კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ასე მოვნათლავთ და ასე იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...