ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება – განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 2026 წლის 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს.

„აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე: applyHKU@mesy.gov.ge.

განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

https://mesy.gov.ge/ka/gverdi/120

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ატესტატი, ან ცნობა სკოლის მოსწავლის სტატუსის შესახებ;

ნიშნების ფურცელი – ბოლო სამი წლის ნიშნების მითითებით;

აპლიკანტის რეზიუმე, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მისი აკადემიური მოსწრების, მიღწევების, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ;

შესაბამისი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები, დიპლომები;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის წარდგენის შედმგომ აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაიაროს შერჩევის ორეტაპიანი პროცესი:

პირველი ეტაპი – შიდა კონკურსი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს;

მეორე ეტაპი, რომლის დროსაც აპლიკანტმა უშუალოდ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) მიერ დადგენილი შერჩევის პროცედურები უნდა გაიაროს.

შიდა კონკურსი, რომელიც 16 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას. კონკურსის ჩატარების ზუსტი დრო, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები აპლიკანტებს განაცხადის წარდგენის შემდგომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.

შიდა კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალგაზრდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე:

https://ug.hku.hk/hku…/hku/index/registration-form.xhtml

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი რეგისტრაციის პერიოდისთვის, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ვერ შეძლებს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) ატვირთვას, მან აღნიშნული დოკუმენტი მოგვიანებით, 2027 წლის თებერვლის ან მარტის თვეში უნდა წარადგინოს.

მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ,...

ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით...