დიმიტრი სამხარაძე: ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იქნება ქვეყნის სათავეში

როდესაც სამშობლოს ემსახურები, ბოლომდე გაქვს გათვითცნობიერებული, რომ შენი ერისა და ბერის გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. სიტყვებით შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ საქმეში შეძლო და გააკეთო ის, რაც ერისკაცმა გააკეთა, ვერ წარმომიდგენია სხვა ასეთი იყოს ვინმე-, წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმის შესახებ.

“როდესაც სამშობლოს ემსახურები, ბოლომდე გაქვს გათვითცნობიერებული, რომ შენი ერისა და ბერის გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გაიღო, დათმო, პირადი და ოჯახის უსაფრთხოებაც სასწორზე დადო, ოღონდაც საქართველოსა და ქართველ ხალხს მშვიდობა შეუნარჩუნო, მედგრად დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები იმ მონსტრების წინაშე, რომლებიც ჩვენზე დიდ სახელმწიფოებს შორის ომებს აჩაღებენ, საკუთარ ტრადიციებს, წარსულსა და ისტორიას უცვლიან. სიტყვებით შეიძლება ადვილი იყოს, სადღეგრძელოში იბაქიბუქო, მაგრამ საქმეში შეძლო და გააკეთო ის, რაც ერისკაცმა გააკეთა, ვერ წარმომიდგენია სხვა ასეთი იყოს ვინმე!

დიახ, სიმართლესა და მართალ კაცს, ერისკაცს, კოლექტიური რაისა იუკნევიჩიენეები ვერასოდეს დაამარცხებენ, ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება იქნება ქვეყნის სათავეში!
მშვიდობა საქართველოს!!
საქართველო ჩვენ ვართ!!”- წერს სამხარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა – როგორც...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შეძლო. მისი...