ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესში ჩარევასა და ხელისუფლებების შეცვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ადანაშაულებს.

მასკის აზრით, USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პროცესებში მონაწილეობდა. ის X-ზე აზიარებს Wall Street Apes-ის პოსტს, რომლის მიხედვითაც USAID-ი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა და ამბობს, რომ სწორედ USAID-ია პასუხისმგებელი უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში.

„USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში“, – წერს მასკი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა – როგორც...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შეძლო. მისი...