თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას

“ქართული ოცნების” დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია არალოგიკურია.

შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დასაბუთების გარეშე ქართული ღვინის დასანქცირება და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის მეგობრობის შეთავაზება, მხოლოდ ოპოზიციას გამოადგება პიარისთვის.

“რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არალოგიკური პოზიციაა – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან – უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა...

„თბილისის განვითარების ფონდმა“, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე...