გახარიას პროპაგანდისტის, ირაკლი წულაიას კრიმინალური წარსულის ქრონოლოგია

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აქტივისტი ირაკლი წულაია წლებია მმართველი გუნდის მისამართით მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა.

მისი წარსული საქმიანობის შესახებ საჯარო სივრცეში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე წულაიას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე მიუთითებს და მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებს.

გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.

კერძოდ, 2007 წლის 31 დეკემბერს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წულაია დააკავეს, რომელმაც 23 ოქტომბერს ლევან იმედაშვილი გაძარცვა.

2013 წლის 30 ივლისს, ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავეს, რომელიც 2 აგვისტოს სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

2015 წლის 11 მაისს ასევე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იქნა დაკავებულ და 500 ლარით დაჯარიმებული.

2015 წლის 4 ოქტომბერს ირაკლი წულაია ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი განმეორებით იქნა დაკავებული.

2016 წლის 9 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს დეტექტივების განყოფილებების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს ირაკლი წულაია, რომლის მანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,016548 გრ. მეთადონი (მარილი).

2024 წლის 3 ივლისს პოლიციის საქმიანობის ხელის შეშლაზე და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2024 წლის 16 ნოემბერს ირაკლი წულაია დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე რომელიც სასამართლომ 2025 წლის 11 მარტს დააჯარიმა 700 ლარით.

2025 წლის 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე სასამართლომ 22 ოქტომბერს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 8 დღით.

ირაკლი წულაია გასამართლებულია 2007 წელს ხულიგნობაზე, 2016 წელს ნარკოტიკების მოხმარებაზე და ასევე 2016 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისა და მოხმარების ფაქტებზე.

მსგავსი სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია...

არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, რა პოლიტიკურმა გათვლებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და დამატებით ოკუპაციამდე, რატომ გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს სტრატეგიული ობიექტები რუსულ...

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ...

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ასევე ირკვევა,...

ნინო წილოსანი: ქართულმა სახელმწიფომ თავი დააღწია გლობალურ ძალადობრივ მმართველობას და დადასტურებულად...

დადასტურებულად ვიგებთ, რომ: 2008-2025 წლებში USAID-მა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თანხები 5 ძირითად მიმართულებაში იხარჯებოდა - მედია, არჩევნების მონიტორინგი, აქტივისტების ტრენინგი, იურისტებისა...

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი USAID-ზე: დოკუმენტების დიდი ნაწილი დეტალურად აღწერს, რამდენად...

რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი. ის განიხილავს...