პატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ღრმა სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია.

ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ. შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს. ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო,...

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ. ამის...

საქართველოში ჩინეთის საელჩო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოში ჩინეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა...

შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. ,,ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ...

„შენ გენაცვალე, ძია“ – მაშველი გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენის...

მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა, მომხდარს „იმედის დღეში“ იხსენებს. მისი თქმით, იმ ემოციების აღწერა,...