საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი „ქართული ოცნების” სარჩელის განხილვას დღეს განაგრძობს. 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის სასამართლო სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას, ოპოზიციამ, მათ მიერ განხორციელებულ არაკონსტიტუციურ ქმედებებზე, ვერც ერთი მყარი არგუმენტი ვერ წარადგინა. მათივე განმარტებით, სასამართლოს სხდომებზე ოპონენტების ყოველი მცდელობა მხოლოდ უსუსურობის მანიშნებელია.









