ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალია.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთან არის“, – აღნიშნულია ბრონშტეინის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.
მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის სასამართლომ 50-50 ათასიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.