პრეზიდენტი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მედია „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობა არსებობს. ეს თანამშრომლობა მრავალ სფეროში ვლინდება. პრეზიდენტ ერდოღანს დიდ მეგობრად მივიჩნევ. ჩვენი პირადი მეგობრობის საფუძველი საქართველოსა და თურქეთს შორის ღრმა მეგობრობა და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და მსგავსი პოლიტიკური მიდგომები აქვთ. ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული იდენტობის, ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი პოლიტიკა ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ყალიბდება. კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ თქვა, ჰუმანიტარული ღირებულებების დაფასება, მათი დაცვა და შენარჩუნება დიდი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, შეიხ აბდულა...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან. საქართველოს საგარეო საქმეთა...

საბა ლაზიშვილის მამა: არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ....

არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო კომენტარისას საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა. „მთავრობა...

მიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ...

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესს ეხმაურება. „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში?...

გავრცელებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

გავრცელებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი 50-50 ათასიანი ჯარიმის სანაცვლოდ...