ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: სიამოვნებით გავიხსენებ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში

სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას.

როგორც მა ჰუიმ აღნიშნა, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში.

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35-ე წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს მა ჰუის შეხვდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი...

“არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის რა თქმა უნდა არის მტკიცე ხაზი“,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...