ირაკლი კირცხალია – ორმაგი სტანდარტი, ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე

ორმაგი სტანდარტი – ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“ხშირად ვსაუბრობთ როგორ შეიძლება ეს რიტორიკა შეიცვალოს და რას აკეთებს საქართველო ამ რიტორიკის შესაცვლელად – საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც თავის ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.

კითხვა ჩნდება რას აკეთებს ევროპა და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით – აკეთებს სწორედ იმ უსტანდარტობას, რა უსტანდარტულობის ნიაღვარიც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში. თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თავს ესხმის ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, თავს ესხმის ყველა ინსტიტუტს, რომელიც არის გარანტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...