ირაკლი კირცხალია – სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს

სურვილი გვაქვს ერთი – ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...